რედაქტორი


1.

ზურაბ ხელაძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი დაიბადა 1952წელს საქართველოში.აქვს გავლილი ნიუ-იორკის მონტეფიორების სამედიცინო კორპორაციაში და ალბერტ აინშტაინის ინსტიტუტში,მოსკოვის ზოგადი რეანიმატოლოგიის ინსტიტუტში,მოსკოვის პირველ და მეორე სამედიცინო ინსტიტუტში,კიევის სამედიცინო ინსტიტუტში,რომის კატასტროფათა მედიცინის ცენტრში და მსოფლიოს სხვა წამყვან კლინიკებში.1975 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უმაღლეს აკადემიურ და სამეცნიერო თანამდებობებზე. 1991 წლიდან დღემდე არის მის მიერ დაფუძნებული საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი,ასევე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.არის საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი,ასევე მის მიერ არის დაფუძნებული კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის საქართველოს ასოციაცია,რომლის პრეზიდენტიც ის არის. ასევე ის არის. თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმის „Critical Care Care & Catastrophe Medicine” დამაარსებელი და ხელმძღვანელი.2017წ– იყო მსოფლიოს აკადემიათაშორისო თანამშრომლობა ჯანმრთელობისათვის პირველი საერთაშორისო სამუშაო შეხვედრის პრეზიდენტი. არის შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი და სახელმწიფო ექსპერტი კრიტიკულ მედიცინაში,ის არის 1000-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოების,გამოგონებების და პატენტების ავტორი,მის მიერ აღზრდილია დღეს ამ სფეროში საქართველოში მოღვაწე ექიმთა აბსოლტური უმრავლესობა,რომელთა რაოდენობა 1000-ზე მეტია.ამას გარდა ზურაბ ხელაძის მიერ ნამკურნალები 75000 მეტი ავადმყოფი,მათ შორის უკანასკნელ წლებში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მეტ-ნაკლებად ცნობილი ყველა სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწე.მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ის ხელმძღვანელობდა თბილისის ცხრა აპრილის ტრაგედიის დროს დაზარალებულთა სამედიცინო უზრუნველყოფის პროცესს და პირველი დღიდან ბოლო დღემდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაჭრილ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ მებრძოლთა და მოქალაქეთა მკურნალობის საქმეს.დაჯილდოებული იყო საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის მ.გორბაჩოვის მიერ ხელმოწერილი საპატიო სიგელით.ასევე კავკასიის ექიმთა ლიგის მიერ მინიჭებული აქვს “საუკუნის ექიმის” წოდება.



380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.