COVID-19

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის,
საქართველოს კატასტროფათა და კრიტიკული  მედიცინის ასოცოციაციის,
საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის 

განცხადება

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიას,საქართველოს კატასტროფათა და კრიტიკული  მედიცინის ასოცოციაციას და საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტს თავის მორალურ ვალდებულებად მიაჩნია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხელმძღვანელობის ყურადღება მიაპყროს იმ ფაქტს, რომ კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემია უაღრესად მძიმე განსაცდელია ცივილიზაციისათვის. რომელსაც ის ამჟამად შეუპოვრად ებრძვის.თუმცა შესაძლებელია ეს იმ უმძიმეს განსაცდელთა პრელუდია იყოს, რომელიც  მომავალშიც ელოდება ცივილიზაციას.კლიმატის გლობალურ დათბობასთან ასოცირებული ყინულთა საფარის დნობა იმ ათასობით ვირუსისა და ბაქტერიის გამოთავისუფლებას გამოიწვევს,რომლებიც ამ ყინულებში მილიონობით წლების განმავლობაში იყვნენ ჩამარხულნი და რომელთა ანტიგენური სტრუქტურის შესახებ ცოდნას ადამიანის იმუნური სისტემა არ ფლობს. შედეგად ცივილიზაციას წინ ელოდება მათ მიერ გამოწვეული მრავალი პანდემია და გლობალური კატასტროფა.ამ განსაცდელის წინააღმდეგ ბრძოლა,როგორც ამჟამად არსებულის,ისე მომავალში მოსალოდნელის, შესაძლებელია  მხოლოდ ყველა სახელმწიფოს გაერთიანებით და მათ მიერ ერთიანი ძალისხმევის გამოვლენით.ამ თვალსაზრისით კი საუკეთესო გადაწყვეტას წარმოადგენს ჩვენს მიერ თბილისის სართაშორისო სიმპოზიუმის “New Steps in Critical Chare & Catastrophe  Medicine" დროს  გაცხადებული ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის კონცეფცია,რომლის ერთადერთ დანიშნულებას გლობალური კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა წარმოადგენდეს.დრო არ ითმენს, მუშაობა ამ ორგანიზაციის შესაქმნელად დაუყონებლივ უნდა იქნეს დაწყებული. ის მნიშვნელოვნად გაუადვილოს ცივილიზაციას ამ გარდაუვალი განსაცდელებისგან თავის დაცვას.

დამატების დრო: 2020-04-09






მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.