კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტროფათა მედიცინა

ჟურნალი ,,კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტროფათა მედიცინა'(ISSN 1512-2689) დაარსებულია 2005 წელს,მისი დამფუძნებელი და გამომცემელია საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი.ჟურნალში სტატიები ქვეყნდება ინგლისურ და ქართულ ენებზე.ჟურნალი არაკომერციული,რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო გამოცემაა. მისი ყოველი სტატია რეცენზირდება საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ და რეფერირდება ,,ქართულ რეფერატულ ჟურნალში "http://tech.org.ge/Eng/ QRJ.html".ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან საქართველოს, აშშ,რუსეთის ,გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, ისრაელის,ეგვიპტის და სხვა ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები.ჟურნალი ინახება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის საცავებში.ჟურნალის ელექტრონული ვერსია (ISSN 1512-2689) ბეჭვდითი ვერსიის შემოკლებული ვარიანტია და მისი მოძიება შესაძლებელია მისამართზე: "http://www.cccmj.ge"                                                                                                                                                                                                    

 ყველა საავტორო უფლება დაცულია 

ISSN 1512 -2689.

 

.ავტორთა  საყურადღებოდ

ჟურნალში სამეცნიერო შრომები ქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. რედაქციაში წარმოდგენილი უნდა იყოს ნაშრომის ძირითადი და შემოკლებული ვერსია. ორივე ვერსია სასურველია შესრულებული იყოს ტრადიციულ სტილში: შესავალი, მასალა და მეთოდები,შედეგები და განსჯა, დასკვნები, ლიტერატურის  ჩამონათვალი და რეზიუმე.ორივე ვერსიას ასევე უნდა ახლდეს რეფერატი ქართულ და ინგლისურ ენებზე. სტატიის ძირითადი ვერსიის მოცულობა  ცხრილების  და  სურათების  ჩათვლით  არ უნდა  აღემატებოდეს  10-12  გვერდს. სტატიის შემოკლებულ ვერსიაში უმთავრესად უნდა გადმოცემული იყოს ის მეცნიერული სიახლე,რომელსაც ეს ნაშრომი შეიცავს და მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 3-5 გვერდს. ჟურნალის ვებ-საიტზე ხდება შემოკლებული ვერსიის განთავსება.რედაქცია არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიებზე

დამატების დრო: 2019-09-08






მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.