ჟურნალი ,,კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტროფათა მედიცინა'

ჟურნალი ,,კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტროფათა მედიცინა'' დაარსებულია 2005 წელს (ISSN 1512-2689). მისი დამფუძვნებელია კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი (საქართველო). ის ასევე წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტს და კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის საქართველოს ასოციაციას. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მეცნიერები. ჟურნალში სტატიები ქვეყნდება ინგლისურ და ქართულ ენებზე. ჟურნალი არაკომერციული, რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო გამოცემაა. მისი ყოველი სტატია რეცენზირდება კრიტიკული მედიცინის თანამშრომელთა მიერ და რეფერირდება ,,ქართულ რეფერატულ ჟურნალში'' http://tech.org.ge/Eng/QRJ.html. ჯურნალი ინახება ეროვნული ბიბლიოთეკის (საქართველო), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (საქართველო) და კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის (საქართველო)  საცავებში. ის აგრეთვე ინახება კონგრესის ბიბლიოთეკის (აშშ), ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (აშშ) და მსოფლიოს ბიბლიოთეკათა ასოციაციის (აშშ) კატალოგებში. ჟურნალის ელექტრონული ვერსია (ISSN 1512-2689) ბეჭვდითი ვერსიის იდენტურია და მისი მოძიება შესაძლებელია მისამართებზე: http://www.cccmj.ge  /http://www.kheladze.ge.

დამატების დრო: 2017-10-26






მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.